სამომხმარებლო ხელშეკრულება
წინამდებარე სამომხმარებლო ხელშეკრულება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს შპს „ითიფფი“-ს (ს/ნ:446991113) ხელშეკრულების დადების შესახებ საჯარო წინადადებას (ოფერტს).
საიტზე - https://www.etippy.ge/პარტნიორად წარმატებით რეგისტრაცია, თქვენს მიერ აღიარებულია როგორც ხელშეკრულების სრული და უპირობო თანხმობა (აქცეპტი). ხელშეკრულების სრული და უპირობო თანხმობა ნიშნავს ხელშეკრულების ყველა პირობის სრულ და უპირობო მიღებას რაიმე სახის ამოღებისა და (ან) შეზღუდვების გარეშე და უდრის ორმხრივი წერილობითი ხელშეკრულების დადებას. ხელშეკრულების პირობების აქცეპტის ვადა შეზღუდული არ არის.
ხელშეკრულება აღიარებულია დადებულად საიტზე - https://www.etippy.ge/ პარტნიორად წარმატებით რეგისტრაციის მომენტიდან. თქვენ აცხადებთ თანახმობას, რომ დაიცავთ წინამდებარე სამომხმარებლო ხელშეკრულების პირობებს. ეს პირობები მოიცავს დეტალებს „ითიფფი“-ს პლატფორმის შესახებ, რომლებიც არეგულირებს თქვენს მიერ ჩვენი სერვისების გამოყენებას. ამასთან, საიტზე რეგისტრაციით ავტომატურად ეთანხმებით შპს „ითიფფი“-ს მიერ შემუშავებულ წესებს და პირობებს, საიტის სამომხმარებლო ხელშეკრულებას, კონფიდენციალობის პოლიტიკას და ა.შ.
- ტერმინთა განმარტება
- შპს „ითიფფი“ – (შემდგომში Etippy) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის საკუთრებას წარმოადგენს საიტი - https://www.etippy.ge/ (შემდგომში საიტი).
- პარტნიორი - საიტზე - https://www.etippy.ge/ რეგისტრირებული მომხმარებელი (იურიდიული პირი), რომელსაც Etippy-ს მიერ სპეციალურად მისთვის შექმნილი სამართავი პანელის გამოყენებით ეძლევა შესაძლებლობა დაარეგისტრიროს, პირადი გვერდი შეუქმნას თითოეულ დასაქმებულს (თიფის მიმღები) და QR კოდის ავტომატური გენერირებით მიანიჭოს Etippy სერვისზე წვდომის შესაძლებლობა. ამასთან, განახორციელოს მიღებული ფულადი გადარიცხვების (თიფები) ოდენობების და დასაქმებულის მიერ გაწეული მომსახურების შეფასებების/კომენტარების სრული მონიტორინგი.
- თიფის გადამხდელი - პარტნიორის კლიენტი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც გადარიცხავს თანხებს (ტოვებს თიფს) თიფის მიმღების სასარგებლოდ უნაღდო წესით საქართველოს კანონმდებლობისა და ამ ხელშეკრულების შესაბამისად.
- თიფის მიმღები - პარტნიორის მიერ საკუთარ სამართავ პანელში რეგისტრირებული დასაქმებული, რომელსაც პირადი QR კოდის ავტომატური გენერირებით ენიჭება Etippy სერვისზე წვდომის შესაძლებლობა.
- Etippy სერვისი - სერვისი, რომელიც ხელმისაწვდომია საიტის გამოყენების შემთხვევაში და რომლის მთავარი ფუნქციაა პროგრამული პროდუქტის ფუნქციონირებით თიფის გადამხდელიდან თიფის მიმღებამდე თანხების უნაღდო ფორმით გადარიცხვის ტექნიკური შესაძლებლობის უზრუნველყოფა. ასევე, თიფის გადამხდელის მიერ თიფის მიმღებზე შეფასების/კომენტარების დატოვების ტექნიკური შესაძლებლობის უზრუნველყოფა.
- პარტნიორის სამართავი პანელი - Etippy-ს მიერ სპეციალურად პარტნიორისთვის შექმნილი პროგრამული პროდუქტი, რომელიც აძლევს მას შესაძლებლობას დაარეგისტრიროს, პირადი გვერდი შეუქმნას თითოეულ დასაქმებულს (თიფის მიმღები) და QR კოდის ავტომატური გენერირებით მიანიჭოს Etippy სერვისზე წვდომის შესაძლებლობა. ამასთან, განახორციელოს მიღებული ფულადი გადარიცხვების (თიფები) ოდენობების და დასაქმებულის მიერ გაწეული მომსახურების შეფასებების/კომენტარების სრული მონიტორინგი.
- პირადი QR კოდი - ე.წ. სწრაფი რეაგირების კოდი, ორგანზომილებიანი მატრიცული შტრიხკოდის ტიპი, რომელიც წარმოადგენს შესაბამისი სკანერით წაკითხვად ოპტიკურ სურათს. პირადი QR კოდი შეიცავს ინფორმაციას საიტის ბმულის შესახებ, რომელიც არსებული ფორმების შევსების მეშვეობით საშუალებას აძლევს თიფის გადამხდელს შეიყვანოს ინფორმაცია თიფის მიმღების სასარგებლოდ გადასარიცხი თანხის (თიფის) ოდენობის შესახებ და ასევე, სპეციალური ველების დაკლიკებით, კომენტარების დატოვებით შეაფასოს მომსახურება.
- კონფიდენციალურობის პოლიტიკა — შპს „ითიფფი“-ს მიერ შემუშავებული კონფიდენციალურობის და პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა, რომელიც განთავსებულია საიტზე https://www.etippy.ge/ და სავალდებულოა საიტზე შემოსული ყველა მომხმარებლისთვის.
- ხელშეკრულების საგანი
- წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად, პარტნიორის მიერ საიტზე https://www.etippy.ge/ რეგისტრაციის შემდეგ Etippy იღებს ვალდებულებას გონივრულ ვადაში უზრუნველყოს პარტნიორისთვის Etippy სერვისის მიწოდება, რაც გულისხმობს სპეციალურად მისთვის შექმნილი სამართავი პანელის შექმნას.
- სამართავი პანელის გამოყენებით, პარტნიორს ეძლევა შესაძლებლობა დაარეგისტრიროს, პირადი გვერდი შეუქმნას თითოეულ დასაქმებულს (თიფის მიმღები) და QR კოდის ავტომატური გენერირებით მიანიჭოს Etippy სერვისზე წვდომის შესაძლებლობა. ამასთან, განახორციელოს მიღებული ფულადი გადარიცხვების (თიფები) ოდენობების და დასაქმებულის მიერ გაწეული მომსახურების შეფასებების/კომენტარების სრული მონიტორინგი.
- QR კოდის დასკანირებით გახსნილი ბმული შეიცავს სპეციალურ ველებს და ღილაკებს, რომელთა შევსება და დაწკაპუნება თიფის გადამხდელს აძლევს შესაძლებლობას მიუთითოს თიფის ოდენობა, შეარჩიოს ელექტრონული გადახდის მეთოდი, შეაფასოს მომსახურება, დაწეროს კომენტარი და დააინიციროს შესაბამისი მოთხოვნა.
- ნებისმიერი პარტნიორისთვის საიტზე რეგისტრაცია უფასოა.
- პარტნიორის დასაქმებულებისთვის QR კოდების დაბეჭდვას Etippy უზრუნველყოფს საკუთარი დიზაინით.
- წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების წესი რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
- თიფის მიმღების რეგისტრაციის პროცესი
- საიტზე რეგისტრაციის შემდეგ, პარტნიორი პასუხისმგებელია პირად სამართავ პანელში მის მიერ განთავსებულ ყველანაირ ინფორმაციაზე. მათ შორის დასაქმებული პირების პერსონალური ინფორმაციის სიზუსტეზე. რეგისტრაციის შემდეგ Etippy იღებს ვალდებულებას გონივრულ ვადაში უზრუნველყოს პარტნიორისთვის Etippy სერვისის მიწოდება, რაც გულისხმობს სპეციალურად მისთვის შექმნილი სამართავი პანელის შექმნას.
- სამართავ პანელში პირადი გვერდების შექმნა ნებაყოფლობითია.
- პარტნიორი ვალდებულია, სამართავ პანელში დასაქმებულებს პირადი გვერდების შექმნამდე და QR კოდების გენერირებამდე გააცნოს Etippy-ს პლატფორმა და Etippy-ს მიერ შემუშავებული წესები და პირობები, საიტის სამომხმარებლო ხელშეკრულება, კონფიდენციალურობის პოლიტიკა და ა.შ.
- პირადი გვერდების შექმნამდე და QR კოდების გენერირებამდე, თიფის მიმღებმა უნდა წაიკითხოს Etippy-ს მიერ შემუშავებული წესები და პირობები, საიტის სამომხმარებლო ხელშეკრულება, კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
- პარტნიორი იძლევა გარანტიას, რომ: სამართავ პანელში, დასაქმებულების რეგისტრაციის, პირადი გვერდების შექმნისთვის აუცილებელი პერსონალური მონაცემების შეგროვებაზე/გაზიარებაზე დასაქმებულებისგან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მიღებული აქვს თანხმობა და წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები არის ზუსტი.
- პარტნიორი იძლევა გარანტიას, რომ: სამართავ პანელში, დასაქმებულების რეგისტრაციის, პირადი გვერდების შექმნისთვის აუცილებელი პერსონალური მონაცემების შეგროვებაზე/გაზიარებაზე დასაქმებულებისგან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მიღებული აქვს თანხმობა და წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები არის ზუსტი.
- სახელი და გვარი;
- ტელეფონის ნომერი;
- ელფოსტა;
- მისამართი;
- ფოტო (სურვილის შემთხვევაში);
- სამუშაო ადგილის დასახელება და მისამართი;
- საბანკო ანგარიშის ნომერი IBAN.
- ბანკის დასახელება
- საბანკო ანგარიშის მფლობელის სახელი.
რეგისტრაციისას მითითებული დასაქმებულის/თიფის მიმღების პერსონალური მონაცემები: სახელი; ფოტო ისახება QR კოდის დასკანირებით გახსნილ ბმულზე.
- პარტნიორი იძლევა გარანტიას, რომ: წარმოდგენილი ინფორმაცია არ დაარღვევს მესამე პირების ინტელექტუალური საკუთრების და ან სხვა სახის უფლებებს;
- პარტნიორი იძლევა გარანტიას, რომ: არ გამოაქვეყნებს შეუსაბამო, შეურაცხმყოფელ, რასისტულ, სიძულვილის შემცველ, სექსისტურ, პორნოგრაფიულ, ყალბ, შეცდომაში შემყვან, არასწორ, ცილისმწამებლურ და სხვა ამგვარი შინაარსის ინფორმაციას და/ან მასალას;
- პარტნიორი იძლევა გარანტიას, რომ: არ გამოაქვეყნებს არასასურველ ან არაავტორიზებულ რეკლამას, სარეკლამო მასალებს, სპამს და ა.შ.
- პარტნიორი იძლევა გარანტიას, რომ: არ გამოიყენებს Etippy-ს სერვისებს არაკეთილსინდისიერად და/ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნების გარდა;
მხარეთა უფლებები და მოვალეობები
- Etippy უფლებამოსილია:
- ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზეზით, განმარტების ვალდებულების გარეშე ცალმხრივად შეაჩეროს სერვისის მიწოდება პარტნიორისთვის და შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება პარტნიორისთვის წინასწარ 15 დღით ადრე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე.
- განმარტების ვალდებულების გარეშე უარი უთხრას პარტნიორს კონკრეტული თიფის მიმღების რეგისტრაციაზე და მისი ინფორმაციის შემცველი QR კოდის გენერირებაზე. ასევე, პირადი გადაწყვეტილებით ნებისმიერ დროს წაშალოს უკვე რეგისტრირებული თიფის მიმღების პირადი გვერდი.
- Etippy ვალდებულია:
- პარტნიორის მოთხოვნის შემთხვევაში, გონივრულ ვადაში გაუწიოს მას დახმარება სერვისთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.
- უზრუნველყოს პარტნიორისთვის სერვისის შეუფერხებელი მიწოდება.
- პარტნიორი უფლებამოსილია:
- ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში მოსთხოვოს Etippy-ს ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერი და ჯეროვანი შესრულება.
- შეწყვიტოს ხელშეკრულების Etippy-ს წინასწარ 30 დღით ადრე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე.
- პარტნიორი ვალდებულია:
- გადაუხადოს Etippy-ს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური დადგენილი ოდენობითა და წესით. ამასთან, Etippy-ს სერვისის გამოყენებით არ დააკისროს თიფის გადამხდელებს არანაირი დამატებითი ხარჯები მათ მიერ თიფის დატოვებისას.
- იმოქმედოს კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. /li>
- 4.5 მხარეთა ნებისმიერი ქმედება, რაც დაკავშირებულია ამ ხელშეკრულების საგანთან, მაგრამ არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ნაწილში, ასევე მხარეთა ვალდებულებებს წარმოადგენს. მხარეთა უფლებები და მოვალეობები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულების პირობებით, განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თიფის გადახდის და მომსახურების შეფასების პროცესი
-
პარტნიორის მიერ Etippy სერვისით სარგებლობის ფარგლებში თიფის მიმღების რეგისტრაციის და ინდივიდუალური QR კოდის გენერირების შემდეგ, თიფის გადამხდელი QR კოდის მარტივი დასკანირებით გადადის ბმულზე, სადაც სურვილისამებრ, სპეციალურად განკუთვნილ ველში შეჰყავს ინფორმაცია თიფის მიმღების სასარგებლოდ გადასარიცხი თანხის (თიფის) ოდენობის შესახებ და ასევე, სპეციალური ველების დაკლიკებით, კომენტარების დატოვებით ეძლევა შესაძლებლობა შეაფასოს მომსახურება.
-
თიფის გადამხდელის მიერ გადახდილი თიფი სერვისის ღირებულების გამოკლებით, Etippy-ს კონტრაქტორი ბანკის მიერ გადაირიცხება პარტნიორთან შეთანხმებულ ანგარიშზე გადარიცხვის დავალების მიღებისთანავე.
-
თიფის გადამხდელის მიერ თიფის მიმღების და პარტნიორის შეფასების შესახებ დავალების მიღებისთანავე, ინფორმაცია ავტომატურად აისახება Etippy-ს საიტზე პარტნიორის პირად სამართავ პანელში.
-
თიფის გადახდის დავალების შექმნის შემდეგ, Etippy არ იღებს პასუხისმგებლობას თანხის სრულად ან ნაწილობრივ თიფის გამგზავნის ბარათზე დაბრუნების შესახებ.
სერვისის ღირებულება და გადახდის წესი
-
Etippy-ს საიტზე რეგისტრაცია პარტნიორისთვის უფასოა.
-
Etippy-ს სერვისის ღირებულება გამოითვლება თიფის გადამხდელის მიერ თიფის მიმღებისთვის გადარიცხული თიფის ოდენობის მიხედვით და შეადგენს სრული ოდენობის 5% იმ შემთხვევაში, თუ Etippy-ს სერვისის ღირებულებას ნებაყოფლობით არ ფარავს თიფის გადამხდელი. ხოლო, სრული ოდენობის 10 %-ს იმ შემთხვევაში, თუ თიფის გადამხდელი QR კოდის გენერირებით გადასულ ბმულზე მონიშნავს ღილაკს, რომ სურს Etippy-ს სერვისის ღირებულების თიფის მიმღების ნაცვლად დაფარვა.
-
თიფის გადამხდელის მიერ თიფის მიმღებისთვის თიფის გადარიცხვისთანავე Etippy-ს სერვისის ღირებულება იქვითება გადარიცხული თიფის სრული ოდენობიდან.
მხარეთა პასუხისმგებლობა
-
წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მხარეები პასუხისმგებელნი არიან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.
-
Etippy არ არის პასუხისმგებელი პარტნიორს, თიფის მიმღებს და/ან თიფის გადამხდელს შორის წარმოშობილ დავებსა და უთანხმოებებზე.
-
Etippy არ არის პასუხისმგებელი თიფის გადამხდელის მიერ გადახდილი თიფის თიფის მიმღების/ პარტნიორის ანგარიშზე ასახვაზე. შესაბამისად Etippy-ს არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებელობა რაიმე ზიანზე, რომელიც შეიძლება გაჩნდეს ტრანზაქციის განხორციელების დროს.
-
თიფის გადამხდელი, თიფის მიმღები/პარტნიორი რომელიც თვლის, რომ მისი უფლებები დაირღვა ვალდებულია Etippy-ს განსახილველად გაუგზავნოს დასაბუთებული წერილობითი პრეტენზია. პრეტენზია უნდა შეიცავდეს პრეტენზიის არსს, მისი წარდგენის დასაბუთებას, აგრეთვე ავტორის ყველა მონაცემს. გონივრული პრეტენზიების შემცველ წერილზე Etippy-ს პასუხის დრო არის 20 (ოცი) სამუშაო დღე. Etippy-ს უფლება აქვს არ განიხილოს ანონიმური პრეტენზიები, რომლებიც არ იძლევა ავტორის იდენტიფიკაციის საშუალებას მის მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით.
-
Etippy არ არის პასუხისმგებელი რაიმე პირდაპირ ან არაპირდაპირ ზარალზე/ზიანზე, რომელიც მიყენებულია Etippy-ს პროგრამული პროდუქტის ან ცალკეული კომპონენტების და/ან ფუნქციების გამოყენების შეუძლებლობით, მათ შორის, მათ ფუნქციონირებაში შესაძლო შეცდომების ან წარუმატებლობის გამო, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
-
Etippy და პარტნიორი თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისთვის, თუ ასეთი შეუსრულებლობა არის ფორს-მაჟორული გარემოების შედეგი. ასეთად შეიძლება ჩაითვალოს არეულობები, ხელისუფლების ამკრძალავი ქმედებები, სტიქიური უბედურებები, ხანძრები, კატასტროფები. წარუმატებლობა სატელეკომუნიკაციო და ელექტრო ქსელებში, მავნე პროგრამების ქმედებები, ასევე მესამე მხარის არაკეთილსინდისიერი ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს არაავტორიზებული წვდომის მიღებას ან პროგრამული პროდუქტის გამორთვას.
-
Etippy თავისი სერვისის ფარგლებში არ ახორციელებს ფინანსურ ოპერაციებს. შესაბამისად, Etippy არ იღებს პასუხისმგებლობას ტრანზაქციების შესახებ.
-
პარტნიორი პასუხისმგებელია თიფის მიმღების შესახებ განთავსებული ინფორმაციის შინაარსის მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.
-
იმ შემთხვევაში, თუ თიფის მიმღები/პარტნიორი რაიმე ფორმით მიიღებს არასანქცირებულ წვდომას თიფის გადამხდელის გამგზავნის პერსონალურ მონაცემებზე, პარტნიორი იღებს ვალდებულებას, სრულად აუნაზღაუროს Etippy-ს თიფის გადამხდელის პრეტენზიების შედეგად მიყენებული ზარალი.
კონფიდენციალურობა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა
-
მხარეები ითვალისწინებენ რა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, აცხადებენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში და ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნით/ვადით პერსონალური მონაცემების დამუშავებას უზრუნველყოფენ სრულად კანონმდებლობასთან თანხვედრაში.
-
მხარეები იღებენ ვალდებულებას არ გაამჟღავნონ წინამდებარე შეთანხმების შესრულებისას მიღებული ინფორმაცია, რომელიც არის კონფიდენციალური ინფორმაცია.
-
კონფიდენციალურობის და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობები განსაზღვრულია შპს „ითიფფი“-ს მიერ შემუშავებული პოლიტიკით, რომელიც განთავსებულია საიტზე https://www.etippy.ge/ და სავალდებულოა საიტზე შემოსული ყველა მომხმარებლისთვის.
მოქმედი კანონმდებლობა და დავების განხილვის წესი
-
წინამდებარე დოკუმენტი, ვებ-გვერდზე განთავსებული კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების პოლიტიკა, ასევე მომსახურების შეთავაზების ნებისმიერი დოკუმუნტი რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
-
ნებისმიერი დავის წარმოშობის შემთხვევაში, საქმეს განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
-
წინამდებარე პუნქტების კონკრეტული ჩანაწერის ბათილობა არ იწვევს წესებისა და პირობების სხვა პირობების ბათილობას.
დასკვნითი დებულებები
-
წინამდებარე შეთანხმება უვადოა.
-
Etippy უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს წინამდებარე დოკუმენტში პარტნიორის წინასწარი შეტყობინების გარეშე.
-
პარტნიორი ვალდებულია საიტზე განთავსებული დოკუმენტაციას გაეცნოს პერიოდულად.
12. მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია
წინამდებარე დოკუმენტთან ან ვებ-გვერდზე მითითებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობითი სახით მისამართზე: ქ.ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი #161 ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: Etippygeorgia@gmail.com