წესები და პირობები
ვებ-გვერდზე და რეფერალურ ბმულზე ვიზიტით, მათზე განთავსებული კონტენტით სარგებლობისას (თიფის დატოვება; მომსახურების შეფასება; კომენტარი) მომხმარებელი თანხმდება, რომ ის გაეცნო ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ წესებს და თანახმაა სრულად დაიცვას მისი ყველა მოთხოვნა. ხოლო, ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში პირადად აგოს პასუხი ზიანზე, რაც ამით მიადება დაზარალებულ ფიზიკურ და/ან იურიდიულ პირს.
1. ზოგადი დებულებები
1.1 წინამდებარე ვებ-გვერდის გამოყენება რეგულირდება შპს „ითიფფი"-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 446991113, მისამართი: ქალაქი ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი #161) მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით.
1.2 ტერმინი „ჩვენ", „Etippy“ და „კომაპნია“ გულისხმობს შპს „ითიფფი"-ს, ხოლო ტერმინი „თქვენ", „მომხმარებელი" გულისხმობს ინდივიდს, კომპანიას, რომელიც იყენებს ჩვენს ვებ-გვერდს -
https://www.etippy.ge/ ; და „ითიფფი"-ს პარტნიორ კომპანიებში QR კოდის სკანირებით გაჩენილ რეფერალურ ბმულს (შემდგომში რეფერალური ბმული).
1.3 გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ ვებ-გვერდის და რეფერალური ბმულის გამოყენების პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს, გთხოვთ, დატოვოთ ჩვენი ვებ-გვერდი და რეფერალური ბმული.
1.4 თქვენ მიერ ვებ-გვერდზე და რეფერალურ ბმულზე სტუმრობა, ან მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენება, გულისხმობს, რომ ადასტურებთ და სრულად ეთანხმებით მითითებულ ყველა წესს, ცალკეული პროდუქტების ან მომსახურებების პირობებსა და ამ მოხმარების წესებით დადგენილ პირობებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ამ კონკრეტული პროდუქტების ან სერვისებისთვის დადგენილ პირობებს.
1.5 კომპანიის ვებ-გვერდზე და რეფერალურ ბმულზე მითითებული გარკვეული ინფორმაციის გასაანალიზებლად, შესაძლოა დაგჭირდეთ შესაბამისი სფეროს სპეციალისტის კონსულტაცია.
1.6 თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ Etippy-ს უფლება აქვს თქვენ მიერ ვებ-გვერდზე და რეფერალურ ბმულზე მიწოდებული ინფორმაცია გაუმჟღავნოს, გადასცეს მესამე პირებს, ან/და თქვენს შესახებ არსებული ინფორმაცია გადაამოწმოს მესამე პირებთან. ვებ-გვერდით და რეფერალური ბმულით სარგებლობისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით Etippy-ს კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკას, რომელიც ასევე განთავსებულია ვებ-გვერდზე -
https://www.etippy.ge/ .
2. ინფორმაციის სიზუსტე
2.1 Etippy არ არის პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე და რეფერალურ ბმულზე მითითებული ინფორმაციის შინაარსის სიზუსტეზე, ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია მიღებულია იმ წყაროებიდან, რომლებსაც Etippy სანდოდ მიიჩნევს. Etippy არ იძლევა არანაირ გარანტიას ან პირობას, იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ამ ვებგვერდზე განთავსებული ან მისი მეშვეობით მიღებული ინფორმაცია ზუსტი, უტყუარი და შესაფერისია მისი ნებისმიერი გამოყენებისთვის. შესაბამისად, ვებ-გვერდზე და რეფერალურ ბმულზე არსებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება სრულად წარმოადგენს მომხმარებლის პირად რისკს და კომპანია არ არის პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე და რეფერალურ ბმულზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით დამდგარ ზიანზე. Etippy არ იძლევა გარანტიას იმაზე, რომ ეს ვებ-გვერდი ან მისი მეშვეობით მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურებები იმუშავებს შეცდომების ან შეფერხებების გარეშე.
2.2 ვებ-გვერდზე და რეფერალურ ბმულზე არსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს დაპირებას მომსახურებაზე/პროდუქტზე ან რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობით კომპანიის შებოჭვის საფუძველს.
3. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
3.1 ვებ-გვერდზე და რეფერალურ ბმულზე არსებულ ინფორმაციას და თიფის დატოვების, მომსახურების შეფასების სერვისს მომხმარებელი ეცნობა, იყენებს და ენდობა ამ ინფორმაციას მხოლოდ საკუთარი რისკით. Etippy და მისი შესაბამისი თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელნი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებ-გვერდზე და რეფერალურ ბმულზე არსებული ინფორმაციის და სერვისის გამოყენებით.
3.2 ამ ვებ-გვერდის და რეფერალური ბმულის შინაარსი გადმოცემულია პრინციპით „როგორც არის“ და შესაბამისად, Etippy ან მასთან დაკავშირებული მესამე პირები გათავისუფლებული არიან ყოველგვარი გარანტიის ან პირობის მიცემის ვალდებულებისგან ამ ვებ-გვერდთან და რეფერალურ ბმულთან დაკავშირებით. Etippy არ აგებს პასუხს ვებ-გვერდის და რეფერალური ბმულის გამოყენებით გამოწვეულ რაიმე სახის ზიანზე, დანაკარგზე, თუნდაც ტექნიკური შეფერხების, დეფექტის, ოპერაციის გაუქმება/შეჩერების, კომპიუტერული ვირუსის, ან სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში. Etippy უარს აცხადებს ყოველგვარ პასუხისმგებლობაზე რაც ეხება ამ მასალებში ან ინფორმაციაში შეცდომებს ან უზუსტობებს. Etippy პასუხს არ აგებს იმ ფინანსურ და სხვა ზიანზე, დანახარჯებზე, თუ ეს ნებისმიერი ფორმით გამომდინარეობს ამ ვებ-გვერდზე და რეფერალურ ბმულზე შესვლის, მისით სარგებლობის ან ვერსარგებლობის შედეგად.
3.3 მომხმარებლის ერთპიროვნულ რისკს წარმოადგენს ვებ-გვერდზე და რეფერალურ ბმულზე მოსახვედრად გამოყენებული ნებისმიერი ტექნიკის (სატელეფონო, კომპიუტერული, პროგრამული და სხვა) გაუმართაობა. ვებგვერდზე და რეფერალურ ბმულზე დაშვება შეიძლება ზოგჯერ იყოს შეუძლებელი, ფერხდებოდეს, იზღუდებოდეს ან შენელდეს ქვემოთ ჩამოთვლილი, და არა მხოლოდ, მიზეზებით: აღჭურვილობის გაუმართაობა, მათ შორის და არა მხოლოდ, კომპიუტერების (მათ შორის თქვენი კომპიუტერის), სერვერების, ქსელების, ტელეკომუნიკაციის ხაზების და კავშირგაბმულობის, სხვა ელექტრონული და მექანიკური აღჭურვილობის გაუმართაობა და სხვა;
იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდზე და რეფერალურ გვერდზე წვდომა შეუძლებელი გახდება Etippy-ს ტექნიკური შეფერხების გამო, ვებ-გვერდის და რეფერალური ბმულის გამართულობის შეფერხებით ან სხვა მიზეზით, თქვენ შეიძლება ვერ შეძლოთ ტრანზაქციებთან დაკავშირებით მითითებების მიცემა ან ეს მითითებები შეიძლება არ შესრულდეს სათანადოდ, ან თქვენ შეიძლება ვერ შეძლოთ ინფორმაციის დროულად მიღება. თუ თქვენი ოპერაციები დამოკიდებულია ჩვენთან ასეთ კავშირგაბმულობაზე და კავშირგაბმულობა შეწყვეტილი ან შეფერხებულია, თქვენ შეიძლება მოგადგეთ ზიანი. ამ, ან კომპანიისგან დამოუკიდებელ სხვა ნებისმიერ ზიანზე კომპანია არ არის პასუხისმგებელი.
4. ვებ-გვერდის და რეფერალური ბმულის გამოყენება და ინტელექტუალური საკუთრება
4.1 ვებ-გვერდზე და რეფერალურ ბმულზე მითითებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლების პირადი გამოყენებისთვის. დაუშვებელია ვებ-გვერდზე და რეფერალურ ბმულზე განთავსებული ინფორმაციის, გამოსახულების და დიაზინის გავრცელება, მისი ასლების დამზადება ან/და რეპროდუცირება კომერციული მიზნებისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საკუთრების უფლების, საავტორო უფლების ან სხვა არაქონებრივი უფლების მფლობელმა მისცა თანხმობა შესაბამის ქმედებაზე.
4.2 ვებ-გვერდის, რეფერალური ბმულის და სისტემის არაავტორიზებული გამოყენება აკრძალულია. მომხმარებელი ვალდებულია კონფიდენციალურად შეინახოს ვებ-გვერდზე და რეფერალურ გვერდზე წვდომისთვის აუცილებელი ინფორმაცია (დასახელება, პაროლი არსებობის შემთხვევაში) და არ დაუშვას მესამე პირების მიერ მათ მაგივრად ვებ-გვერდზე წვდომის შესაძლებლობა.
4.3 კომპანიის ვებ-გვერდის და რეფერალური გვერდის გამოყენებისას (მათ შორის მომსახურების შეფასებისას დატოვებული კომენტარები) აკრძალულია უკანონო ქმედება, თაღლითობა, ცილისმწამებლური, სიძულვილის ენით საუბარი, ან სხვა არასასურველი ინფორმაციის განთავსება, გავრცელება რაც შესაძლოა არღვევდეს მოქმედ კანონმდებლობას ან ზიანს აყენებდეს Etippy-ს და მისი პარტნიორების საქმიან რეპუტაციას. მიიჩნევა, რომ მომხმარებელი, რომელიც წარმოადგენს მასალას, თანხმობას აცხადებს Etippy-ს მიერ ამ მასალის შენახვაზე, გავრცელებაზე ან გამოქვეყნებაზე, ელექტრონულად ან სხვა ფორმით.
4.4 ვებ-გვერდზე, რეფერალურ ბმულზე, მათ შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე სრულად ვრცელდება შპს ითიფფი-ს საავტორო უფლებები. ამასთან, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ვრცელდება წინამდებარე ვებ-გვერდზე, რეფერალურ ბმულსა და მასთზე არსებულ მთელ შინაარსზე (პროდუქტებისა და მომსახურების ჩათვლით).
4.5 ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების (სასაქონლო ნიშნები, დიზაინი, პატენტი) გამოყენება, დამუშავება, გავრცელება დაუშვებელია Etippy-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ვებ-გვერდზე და რეფერალურ ბმულზე ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების მითითება არ ნიშნავს მომხმარებლისათვის მის გამოყენებაზე უფლების მინიჭებას. ვებ-გვერდიდან და რეფერალური ბმულიდან მომხმარებლის მიერ ნებისმიერი ინფორმაციის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევად.
5. კონფიდენციალურობის დაცვა
5.1 შპს ითიფფი უზრუნველყოფს მისთვის მიწოდებულ კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას ვებ-გვერდზე განთავსებული კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების პილიტიკის და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ვებ-გვერდზე და რეფერალურ ბმულზე შემოსვლით, მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება Etippy-ს კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკას, რომელიც ასევე განთავსებულია ვებ-გვერდზე -
https://www.etippy.ge/ .
5.2 შპს „ითიფფი" მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას ითხოვს და აგროვებს საჭიროების პროპორციულად იმ მოცულობით, რაც საჭიროა ეფექტური მომსახურების გასაწევად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი პირადი მონაცემების შესახებ, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ, დამუშავების მიზანი, ხასიათი და ინფორმაცია თუ ვის ვაწვდით ჩვენ ამგვარ ინფორმაციას (თუ აღნიშნულის გამჟღავნება არ არის აკრძალული კანონით).
5.3 თქვენი პირადი მონაცემები მუშავდება, ინახება და გადაეცემა მესამე პირებს კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების პოლიტიკით განსაზღვრული წესითა და მოცულობით, ასევე თქვენსა და ჩვენ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ჩვენ შეიძლება გავცეთ თქვენი ინფორმაცია თქვენი ან სხვების დაცვის მიზნით. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ გავცემთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას იმ შემთხვევებში, როდესაც ამას მოითხოვს კანონმდებლობა. როდესაც ჩვენ ჩავთვლით აუცილებლად ჩვენი უფლებების დასაცავად ან ვებ-გვერდის, რეფერალური ბმულის მიმართ ნებისმიერი სასამართლო პროცესის ან სხვა სახის სამართლებრივი დავის გამო. ამასთან, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი ინფორმაცია შემდეგი მიზნებისათვის: ჩვენი ვებგვერდით და რეფერალური ბმულით სარგებლობის პირობების ან სხვა ხელშეკრულების დაცვა და განხორციელება; ვებგვერდის, რეფერალური ბმულის, მათი მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვა.
5.4 წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, Etippy-სთვის მინიჭებულ უფლებას, გაუგზავნოს მომხმარებელს შეტყობინება (მათ შორის, ელექტრონული ფორმით: მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა) ვებ-გვერდზე და რეფერალურ ბმულზე მითითებული პროდუქტისა, თუ მომსახურების თაობაზე.
6. ვებ-გვერდზე და რეფერალურ ბმულზე მითითებული ბმულები
6.1 Etippy უფლებამოსილია ვებ-გვერდზე და რეფერალურ ბმულზე მიუთითოს მესამე პირის მფლობელობაში არსებული ვებ-გვერდების ბმულები, თქვენივე ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რეკომენდაციას უწევს ამ ვებგვერდებზე ან მათი მეშვეობით შემოთავაზებულ პროდუქტებს, მომსახურებებს, მოსაზრებებს, იდეებს ან ინფორმაციას. ამ ბმულების გამოყენებისას თქვენ მოქმედებთ მხოლოდ თქვენივე რისკით და Etippy არ იღებს არანაირ ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას ამ ვებ-გვერდების შემცველობაზე, გამოყენებაზე ან ხელმისაწვდომობაზე. მესამე პირის მფლობელობაში არსებული ბმულები და მათზე მითითებული ინფორმაცია, არ ექვემდებარება Etippy-ს კონტროლს, ხოლო მათზე მოცემული პროდუქტებისა და შინაარსის სიზუსტე არ წარმოადგენს Etippy-ს პასუხისმგებლობის საგანს. შესაბამისად, თქვენ ხართ პასუხისმგებელი მესამე პირების რესურსებზე/ვებ-გვერდზე არსებული წესებისა და პირობების გაცნობაზე.
6.2 მესამე პირების ვებვერდებს შეიძლება ჰქონდეთ ჩვენი ვებ-გვერდისგან და რეფერალური ბმულისგან განსხვავებული უსაფრთხოების პოლიტიკა ან უსაფრთხოების სხვა პრაქტიკა, რის გამოც აუცილებელია გაეცნოთ ამ სხვა საიტვებვერდების ების პოლიტიკას მანამ, სანამ გაცვლით თქვენ პირად ინფორმაციას.
7. ცვლილების განხორციელება
7.1 შპს „ითიფფი“ უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს წინამდებარე წესებსა და პირობებში მომხმარებელთათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.
7.2 მომხმარებელი პასუხისმგებელია რეგულარულად გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს. თქვენ მიერ ვებ-გვერდზე და რეფერალურ ბმულზე სტუმრობა/მითითებული ინფორმაციის გამოყენება ავტომატურად ნიშნავს თქვენს დათანხმებას წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნებზე.
8. მოქმედი კანონმდებლობა და იურისდიქცია
8.1 წინამდებარე წესები და პირობები, ვებ-გვერდზე და რეფერალურ ბმულზე განთავსებული კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების პოლიტიკა, ასევე მომსახურების შეთავაზების ნებისმიერი დოკუმუნტი რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8.2 ნებისმიერი (მათ შორის უცხო ქვეყანაში მცხოვრებ მომხმარებელთან) დავის წარმოშობის შემთხვევაში, საქმეს განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8.3 წინამდებარე პუნქტების კონკრეტული ჩანაწერის ბათილობა არ იწვევს წესებისა და პირობების სხვა პირობების ბათილობას.
9. მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია
9.1 წინამდებარე წესებსა და პირობებთან ან ვებ-გვერდზე, რეფერალურ ბმულზე მითითებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობითი სახით მისამართზე: ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი #161 ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე: Etippygeorgia@gmail.com