კონფიდენციალურობის პოლიტიკა
შპს “ითიფფი“ აფასებს ამ ვებგვერდზე თქვენს ვიზიტს და ინტერესს, რომელსაც ჩვენი სერვისების მიმართ იჩენთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა. ამიტომ, ვებგვერდის სტუმრობის განმავლობაში, გვსურს თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობდეთ.
ჩვენ ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც შეგროვდა, მუშავდება და გამოიყენება ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის განმავლობაში და შემდგომშიც.
ვებგვერდზე შემოსვლით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას. თუ თქვენ არ ეთანხმებით პოლიტიკას, არ განაგრძოთ ვებგვერდის მომდევნო გვერდებით სარგებლობა.
პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები განსაზღვრულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით. აღნიშნული დოკუმენტი განმარტავს რა ინფორმაცია მოგვეწოდება თქვენგან ან შეიძლება მოგვეწოდოს, ამასთან, ასახავს იმას, თუ რა სახით და რა მიზნებისთვის გამოიყენება ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პერიოდულად შესაძლებელია კონფიდენციალურობის პოლიტიკის განახლება, ამიტომ მოგიწოდებთ მისი ხშირი შემოწმებისაკენ.
კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზანი და მოქმედების სფერო
შპს “ითიფფი“ ცდილობს დაიცვას იმ პირების პერსონალური მონაცემები, რომლებიც სარგებლობენ ვებგვერდით. შესაბამისად, შეიმუშავა წინამდებარე პოლიტიკა იმის აღსაწერად, თუ როგორ და რა სახის ინფორმაცია შეგროვდება ვებგვერდის მომხმარებლებისგან. შპს “ითიფფი“ ასევე განსაზღვრავს ყველა შესაძლო გონივრულ ზომას, რომელიც მონაცემების უსაფრთხოების დასაცვად არის აუცილებელი. წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება ყველა სახის ინფორმაციაზე, რომელსაც თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების შედეგად მოიპოვებთ. პოლიტიკის პირობები ექვემდებარება, შპს “ითიფფი“-სთან თქვენი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში გაფორმებულ ნებისმიერ განაცხადს ან სახელშეკრულებო პირობას და სხვა ნებისმიერ სავალდებულო ძალის მქონე მოქმედ კანონს ან რეგულაციას.
ინფორმაციის შეგროვება
თქვენი პირადი ინფორმაცია/პერსონალური მონაცემები, რომელიც ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ, დავამუშავოთ და საჭიროების შემთხვევაში მოვითხოვოთ მესამე პირებისგან ან გადავცეთ მათ, არის:
- სახელი, გვარი; კომპანიის დასახელება;
- პირადი ნომერი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტი, პირადობის მოწმობა) ნომერი;
კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი;
- ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი;
- სქესი;
- დაბადების თარიღი;
- ელ.ფოსტის მისამართი;
- მობილური ტელეფონის ნომერი;
- სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მოგვეწოდოს პირისპირ შეხვედრისას, განცხადების შევსებისას,
ჩვენს ვებგვერდზე, სოციალური მედიის საშუალებით, ელექტრონული ფოსტით, ონლაინ კონსულტაციისას,
ტელეფონით ან სხვა საშუალებებით.
ჩვენს ვებგვერდზე თქვენი ვიზიტისას ან მობილური აპლიკაციით სარგებლობისას შეგროვებული ინფორმაცია შეიძლება იყოს შემდეგი:
- ვებგვერდზე ვიზიტის დრო;
- IP მისამართი;
- ინტერნეტ სერვისის პროვაიდერი (რომელსაც თქვენ იყენებთ ინტერნეტთან დასაკავშირებლად);
- ვებგვერდზე ვიზიტის ადგილი;
- ბრაუზერის ტიპი და ვერსია;
- სხვა საკომუნიკაციო ინფორმაცია;
მესამე პირების მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფარგლების დაცვით და თქვენი წინასწარ დაფიქსირებული თანხმობის საფუძველზე მიღებულ ინფორმაციას:
- ბანკების ან სხვა ფინანსური ინსტიტუტებისგან თქვენი გადახდების შესახებ;
- ბიზნეს პარტნიორებისგან ტექნიკურ, ანგარიშსწორების, მომსახურების მიწოდების, სარეკლამო ქსელის სფეროში,
ანალიტუკური პროვაიდერებისგან, საძიებო მომსახურების მიმწოდებლებისგან, მომსახურების გაწევის პროცესში;
- გადახდისუნარიანობის შესახებ;
- ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ჩვენთვის თქვენი მონაცემების გადმოცემასთან დაკავშირებული თქვენი ინფორმირებული თანხმობის არსებობისას.
- კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
შეგროვებული ინფორმაციის გამოყენება
ჩვენს მიერ შეგროვებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, თქვენი ინტერესების შესაბამისად საუკეთესო მომსახურების გასაწევად. შეგროვებული ინფორმაციის გამოყენების მიზანია:
- თქვენი იდენტიფიკაცია;
- სასურველი მომსახურების გაწევა;
- თქვენთან დაკავშირება;
- ჩვენი პროდუქციისა და სერვისების გაუმჯობესება;
- ჩვენი ვებგვერდის ადმინისტრირება და დახვეწა, უსაფრთხოების დაცვა და იმის უზრუნველყოფა,
რომ მონაცემები თქვენს მოწყობილობაზე წარმოდგენილი იქნას ყველაზე ეფექტური ფორმით;
- კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება;
- სახელშეკრულებო პირობების შესრულება;
- ჩვენი მარკეტინგული და სარეკლამო საქმიანობის გაუმჯობესება;
- დავის არსებობის შემთხვევაში მისი გადაწყვეტა.
- ნებისმიერი სხვა კანონიერი მიზნით, რომელიც შესაბამისობაში მოდის ჩვენს შორის დამყარებულ სამართლებრივ ურთიერთობასთან.
შეგროვებული ინფორმაციის მესამე პირებისთვის გადაცემა
ჩვენ შესაძლოა გადავცეთ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენს პარტნიორ კომპანიებს და/ან ფიზიკურ პირებს ჩვენს შორის არსებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებისა და ამ პოლიტიკით განსაზღვრული სხვა მიზნებისთვის. ინფორმაცია თქვენს შესახებ გადაეცემათ:
- ბანკებს და სხვა ფინანსურ ორგანიზაციებს თქვენთვის სათანადო მომსახურების გაწევის მიზნით
(რომლებიც გადაამოწმებენ, დაამუშავებენ და საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ფარგლებით
თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზნით გამოითხოვენ ან გადასცემენ თქვენს მონაცემებს მესამე პირებს);
- ანალიტიკური და საძიებო სისტემების პროვაიდერებს, რომლებიც გვეხმარებიან ვებსაიტის გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციაში;
- ჩვენი ბიზნესის მთლიანად ან ნაწილობრივ გაყიდვამ შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირებისთვის;
- სხვა ნებისმიერი მიზნისთვის, რაც აუცილებელია თქვენთვის მომსახურების გასაწევად.
მონაცემების გადაცემისას ჩვენ ვალდებულნი ვართ უზრუნველვყოთ, რომ მონაცემთა მიმღები დაიცავს პერსონალური მონაცემების შენახვისა და დამუშავების ანალოგიურ უსაფრთხოების ზომებს, როგორც ვიცავთ ჩვენ.
თქვენი პირადი მონაცემები მუშავდება, ინახება და გადაეცემა მესამე პირებს ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული წესითა და მოცულობით, ასევე თქვენსა და ჩვენ შორის გაფორმებული ხელშეკრულების და თქვენ მიერ დრო და დრო დაფიქსირებული თანხმობის საფუძველზე. ჩვენ შეიძლება გავცეთ თქვენი ინფორმაცია თქვენი ან სხვების დაცვის მიზნით. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ გავცემთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას იმ შემთხვევებში, როდესაც ამას მოითხოვს კანონმდებლობა. როდესაც ჩვენ ჩავთვლით აუცილებლად ჩვენი უფლებების დასაცავად ან ვებგვერდის მიმართ ნებისმიერი სასამართლო პროცესის ან სხვა სახის სამართლებრივი დავის გამო. ამასთან, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი ინფორმაცია შემდეგი მიზნებისათვის: წინამდებარე პოლიტიკის დაცვა და განხორციელება; ჩვენი ვებგვერდით სარგებლობის პირობების ან სხვა ხელშეკრულების დაცვა და განხორციელება; ვებგვერდის, მისი მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვა.
„ბმულების“ გამოყენება
„ბმულების“ გამოყენება ხდება თქვენი ვებ სერვერიდან ინფორმაციის შეგროვების მიზნით.
„ბმულები“ შეიცავს ინფორმაციას, რომელიც დამახსოვრებულია თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე. ბმულები არ შეიცავს პირად ინფორმაციას, ისინი შეიცავს მხოლოდ ჩვენს ვებგვერდზე შემოსვლის სტატისტიკურ ინფორმაციას, რაც გვეხმარება ვებგვერდის გაუმჯობესებაში და პერსონალიზირებული მომსახურების შექმნაში.
თუ თქვენ არ გსურთ თქვენი ბმულების ინფორმაციის გამჟღავნება, შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი ბრაუზერის მეშვეობით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი ბმულების წაშლის ან გაუქმების შემთხვევაში თქვენ შესაძლოა არ გქონდეთ საშუალება სრულად იხილოთ ვებგვერდი და ისარგებლოთ მისი ყველა ფუნქციით.
ინფორმაციის შენახვა
ინფორმაცია შენახული იქნება ჩვენს დაცულ სერვერებზე, ნებისმიერი ინფორმაციის მიმოცვლა ჩვენ სერვერზე იქნება დაშიფრული თქვენივე უსაფრთხოებისთვის. ამასთან, ინფორმაციის შენახვა მოხდება მხოლოდ იმ პერიოდით, რაც გონივრულად არის აუცილებელი იმ კონკრეტული მიზნისათვის, რა მიზნისთვისაც მოხდა თავდაპირველად მონაცემების შეგროვება. ეს მიზანი შეიძლება იყოს თქვენ მიმართ ნაკისრი ვალდებბულების შესრულება და ჩვენი კანონიერი ინტერესის დაცვა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ონლაინ ინფორმაციის მიმოცვლა არ არის ბოლომდე დაცული და არსებობს შანსი, რომ დაცული ინფორმაცია გარკვეული რისკის ქვეშ დადგეს.
თქვენ მიერ გაცემულ ნებისმიერ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ. გთხოვთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ პაროლებისა და სხვა ინფორმაციის გაცემისას.
კომპანია არ არის პასუხისმგებელი ვებგვერდზე განთავსებული მესამე პირების ლინკებზე (ვებგვერდებზე). მესამე პირების ნებისმიერი ლინკი, რაც განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ და მათზე არ ვიღებთ პასუხისმგებლობას.
თქვენი უფლებები მონაცემების მიმართ
თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი პირადი მონაცემების შესახებ, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ, დამუშავების მიზანი, ხასიათი და ინფორმაცია თუ ვის ვაწვდით ჩვენ ამგვარ ინფორმაციას (თუ აღნიშნულის გამჟღავნება არ არის აკრძალული კანონით).
თქვენ შესახებ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით შეგიძლიათ უფასოდ მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის ასლი. მოითხოვოთ პირადი მონაცემების განახლება, შესწორება ან წაშლა ნებისმიერ დროს. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ უარი განვაცხადოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე თუ ეს რისკის ქვეშ დააყენებს სხვების კონფიდენციალურობას, უარყოფით გავლენას მოახდენს მომსახურების ხარისხზე, არაგონივრულია ან განმეორებადი და საჭიროებს არაპროპორციულ ძალისხმევას. ამასთან, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებშიც.
ასაკი
ჩვენი მომსახურებით სარგებლობისთვის თქვენ უნდა იყოთ სრულწლოვანი (18 წლის).
დაკავშირება
გთხოვთ, დაგვიკავშირდით კონფიდენციალურობის პოლიტიკისა ან ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავების წესთან დაკავშირებით არსებული შეკითხვების, მოთხოვნების ან კომენტარების შემთხვევაში. ჩვენთან კომუნიკაციის მიზნით, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე
Etippygeorgia@gmail.com.
ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიცვალოს და ჩვენი ვალდებულებაა მივუთითოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის ბოლო შესწორების თარიღი. თუ პოლიტიკაში მოხდება რაიმე მატერიალური ან არსებითი ცვლილება, ჩვენ შეგატყობინებთ ვებგვერდის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.
მისამართი:
ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი #161